ბიძინა ივანიშვილის ოფშორები - Pandora Papers-ი ოლიგაქრის დამალულ ქონებაზე ახალ მასალებს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) ოფშერული ზონებისა და დამალული ქონებების შესახებ ახალ მასალებს აქვეყნებს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც მოხდვა. Pandora Papers-ის გაჟონილ მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი მილიარდერი რუსეთში გახდა.

მასალების მიხედვით, ივანიშვილმა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 1998 წლიდან 2016 წლამდე 12 კომპანია დააარსა, დოკუმენტები მათი საქმიანობისა და ქონების შესახებ შეზღუდულ, მცირე ინფორმაციას შეიცავს. 

ICIJ-ის ცნობით, ერთ-ერთი კომპანია Silverpot Holdings Ltd-ის დაფუძნების მიზანი იყო "საბროკერო ანგარიშის მეშვეობით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების" კონტროლი. კიდევ ერთი ეკონომიკური ობიექტი – Brighton Corporate Ltd კი იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის "გარკვეული პროექტები ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დაფინანსებულიყო". 

გაჟონილი მასალები იურიდიული ფირმა Alcogal-ის შიდა მონაცემებს ეყრდნობა. 2011 წელს ვირჯინის კუნძულების ფინანსურმა მარეგულირებელმა (BVI) Alcogal-ს ოფიციალური წერილით მიმართა, მას კითხვები ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ Finseck-ის შესახებ ჰქონდა.

Alcogal-მა საპასუხოდ განაცხადა, კომპანია დაკავშირებული იყო ქონების მინდობით მართვასთან და ის ივანიშვილმა მისი შვილების სასარგებლოდ შექმნა. გაჟონილი დოკუმენტები არ იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამ გამოწვია მარეგულირებლის მოთხოვნა ან როგორ მოგვარდა ის. 

მასალებში აღნიშნულია, რომ კონსორციუმმა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს კითხვებით მიმართა, კონკრეტულად წარმომადგენელ გიორგი ბაჩიაშვილს, თუმცა მან კითხვები უპასუხოდ დატოვა. 

Pandora Papers-ის მასალებში მოხვდა 14 ფირმიდან გამოჟონილი მასალებიც, რომლებიც კლიენტებს ოფშორულ ზონებში კომპანიების დაარსებაში ეხმარებიან:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი