
ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ "მთავარი არხის" მიკროფონს დააბრუნებს.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, ჟურნალისტ ემა გოგოხიას შეუძლია, მიკროფონი "ნებისმიერ დროს წაიღოს".
"რაც შეეხება ემას გოგოხიას მიკროფონს, ქალბატონ ემას შეულია, ნებისმიერ დროს ეს მიკროფონი ჩემგან წაიღოს, ან მე თუ მოვხვდები სამეგრელოში და ალბათ მოვხვდები, ვინაიდან მეორე ტურია, რა თქმა უნდა შეძლებს ის თავისი მიკროფონის დაბრუნებას. თქვენ, ემა გოგოხიამ და თქვენმა ბელამდა, რომელიც ციხიდან გესაბრებათ, განიცადდეთ პოლიტიკური კრაზი", - თქვა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. წულუკიანს მიკროფონი როგორც თავად ამბობდა, 3 ოქტომბერს უნდა დაებრუნებიან, თუმცა ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია.
"ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას" გაუმარჯოს და მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ (ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები), როცა 3 ოქტომბერს დილით ესენი სამუდამოდ ჩაეყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი", - თქვა, მიკროფონით ხელში, სცენაზე ასულმა წულუკიანმა ტელეკომპანიის კუთვნილი ნივთის გატაცების შემდეგ.
რამდენიმე დღეში კი კულტურის მინისტრმა ჟურნალისტი ემა გოგოხია სვანეთში დაიბარა. "მთავარმა არხმა" წართმეული მიკროფონის დაბრუნების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურაშიც შეიტანა სარჩელი, თუმცა უშედეგოდ.