63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე დაკრძალა ცოტა ხნის წინ, გაამწესეს გლდანში იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ელგუჯა ცომაიას ბრალის ქმედებაში წარმოდგენილი ფორმულირება არ წარმოადგენს დანაშაულს - აცხადებენ მისი ადვოკატები, თუმცა მათივე თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა თავისი პოლიტიკური შემადგენლობიდან გამომდინარე:

63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე დაკრძალა სულ მოკლე ხნის წინ, მოსამართლე კოპალიანმა გაამწესა გლდანში, მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა - განაცხადა პროცესის შემდეგ ბექა ბასილაიამ.

ელგუჯა ცომაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ორი პირია დაკავებული. პროკურატურამ ბრალდება მათ ოფიციალურად უკვე წარუდგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი