უნდა დადგინდეს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს ზიანი მიაყენა თუ არა - კობახიძე მოსმენებზე

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნება" დიპლომატების მოსმენასთან დაკავშირებით ხელს ისევ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდისკენ იშვერს. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გახარიას გუნდის წევრმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს ზიანი მიაყენა თუ არა.

"გავრცელებულ ინფორმაციებს შორის, რომელიც იყო თავის დროზე გავრცელებული ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან, იყო ორი საუბარი, სადაც ორივე მხარეს იყო დიპლომატიური სექტორის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ეს ორი ფაქტი იყოს გამოძიებული, აქედან გამომდინარე, შეშფოთებას აქვს ბუნებრივია საფუძველი, თუმცა დარწმუნებული ვარ გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს. 

ალეკო ხოჯევანიშვილს კანონიერად ჰქონდა ასეთი ინფორმაცია მოპოვებული თუ უკანონოდ ამას უნდა გაეცეს სათანადო პასუხი. ალეკო ხოჯევანიშვილმა მიაყენა თუ არა ზიანი დიპლომატიურ კორპუსს ეს უნდა დადგინდეს", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

"ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ჯერ ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ გასცეს და თუ დარღვევა დადგინდა, "რეაგირებაც იქნება".

"დადასტურება არის საჭირო გამოძიების მხრიდან, ის, რომ სადღაცას რაღაც ტექსტი ვიღაცამ წაიკითხა, ეს არ არის საკმარისი. მასე ჩვენ თქვენი არხიდანაც მოვისმინეთ პრეზენტაცია ერთ-ერთი პიარ ტექნოლოგის, რომელიც აბსოლუტური ფარბიკაცია და ტყუილი. ასეთი ტექსტების შედგენა ადვილია, ეს იგივეა, რაც ამინდის წინა დღის პროგნოზი მეორე დღეს გამოაცხადო", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩები სუს-ის საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდნენ. მათ სერიოზული შეშფოთება გამოხატეს სუს-ის მხრიდან სატელეფონო მიყურადებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი