სენატორი ჯინ შაჰინი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაშინებისა და მოსყიდვის საყოველთაო ცნობებით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არ არის.
"მაშინ, როცა მე შვება მომგვარა იმან, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა და არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო", - ამბობს შაჰინი.
ასევე, ამბობს რომ შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა მოითხოვს, რომ საქართველომ მისი დემოკრატიული პრინციპები.
"მე გავაგრძელებ მოწოდებას ქართველი კანონმდებლების მიმართ, რომ მათ ეს პრინციპები შეასრულონ. თუ ეს ასე არ იქნება, ამას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ექნება, რაც არავის ინტერესებში არ შედის", - თქვა სენატორმა.