სამტრედიაში მედიაზე თავდასხმის გამო, ჟურნალისტებმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს - სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში ამ დროისთვის იკითხება "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი.
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ტელეეთერებში საკუთარი თავი დაინახეს - თუ როგორ ძალადობდნენ ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებზე - სამიზნეში უკვე ჟურნალისტები ამოიღეს.
მედიის წარმომადგენლებთან მივიდნენ, ჟურნალისტებს აგინეს, ფაქტის გაშუქებისთვის პასუხი მოსთხოვეს და დაემუქრნენ.
ჟურნალისტების თქმით, ამ ყველაფერს კარლო კალაძე ავტომანქანიდან აკონტროლებდა.
"ქართული ოცნების" მიერ მედიის წარმომადგენლებზე შეურაცხყოფის დროს, ადგილზე პოლიციელებიც იმყოფებოდნენ და ამბობდნენ, რომ "რაც საჭირო იყო ყველაფერი გააკეთეს".
შეგახსენებთ, რომ სამტრედიის ცენტრში "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, "ქართული ოცნების" აქტივისტები მივიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.
აგრესიული თავდამსხმელები სავარაუდოდ ააპებსა და სსიპებში დასაქმებული ადამიანები არიან.
იხილეთ ასევე: