გარკვეული დროის შემდეგ, ფიზიკურად აღარ ექნება შესაძლებლობა პროცესებს დაესწროს - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მეშვიდე დღეა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში დღეს მისი ადვოკატები მოინახულებენ, რომლებიც ამბობენ, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი პროცესების ჩანიშვნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.

ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ საქმის განხილვებს ხელისუფლება ხელოვნურად აფერხებს. 

მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მას აღარ ექნება ფიზიკურად იმის შესაძლებლობა, რომ პროცესებს დაესწროს, ამიტომ სასამართლოს ვთხოვეთ, რომ რაც შეიძლება მალე, უახლოეს დღეებში მოხდეს სხდომის ჩანიშვნა", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი ასევე ელოდება, როდის მიიღებს მთავრობის მეთაური მის გამოწვევას, რომ ნარკოტესტი პირდაპირ კანცელარიაში, ჟურნალისტების წინ ჩაიტაროს.

"მზად არის ღარიბაშვილთან ერთად, ღარიბაშვილმა ბუნებრივია საკუთარ სამუშაო ოთახში, ხოლო მიხეილ სააკაშვილი მზად არის ციხეში ჩააბაროს ნებისმიერი მასალა, ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადგენასთან დაკავშირებით - ამბობს ადვოკატი

მისივე თქმით, ხელისუფლებას ეშინია მესამე პრეზიდენტის საჯაროდ გამოჩენის, რადგან ამით დაინგრევა მითები, რომ ის გატეხილია, ეშინია და ა.შ.

ამავე თემაზე:

შიმშილობის 6 დღე ციხეში | მიხეილ სააკაშვილის გამოწვევა ღარიბაშვილს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი