ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას კანონდარღვევით ატარებს.
არსებული ინფორმაციით, ის მერიის შენობაში თანამშრომლებს შეხვდა და შენიშვნა მისცა, რადგან გამარჯვება პირველი ტურში ვერ მოიპოვა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფაქტი კანონდარღვევაა და შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ქუთაისის მერის მოადგილე "მათავარი არხის" კითხვებს გაექცა და თქვა, რომ მსგავს თათბირს არ დასწრებია და ის არც ყოფილა.
"იმის მაგივრად მერი იმაზე ფიქრობდეს სოციალური პროგრამები სად გამონახოს და თანხები სად გამონახოს, თათბირს ატარებს იმაზე და აშინებს ადამიანებს ხმა რატომ არ მომეციო. რომ არაფერი არ აკეთე და აჩუჩქნული ღორი რომ ეზოს გადათხრის ისე რომ აჩუჩქნე ეს ქალაქი, რაის ხმა გინდა გაფიცებ ყველაფერს", - თქვა "ახალი ქრისტიან დემოკრატების" თავმჯდომარე, გოგი წულაიამ.
"მთავარი არხი" ციდლობდა კითხვები იოსებ ხახალეიშვილისთვისაც დაესვა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ცნობისთვის, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ოპოზიციის მხრიდან იქ კენჭს ხატია დეკანოიძე იყრის.