
ადვოკატი ბექა ბასილაია ისევ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნარკოტესტის ჩასაბარებლად მზადაა. ამ თემაზე მან მესამე პრეზიდენტთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. ბასილაია ამბობს, რომ ხელისუფლების ტყუილებს მოკლე ფეხები აქვს.
"ყველანი ვხედავთ როგორი ქოსატყუილა ხელისუფლება გვყავს გუშინ, როცა საუბრობდა ღარიბაშვილი ბლეფზე და სისულელე ბოდვაზე ნარკოტიკებთან დაკავშირებით, გამოვედით გუშინ ვისაუბრეთ ჩვენ, ჩაატარონ ნარკოტესტი ტელევიზიების თანდასწრებით, მოხდეს ნიმუშების აღება, ტელევიზიების თანდასწრებით მოხდეს ნიმუშების ტრანსპორტირება, ტელევიზიების თანდასწრებით მოხდეს საექსპერტო კვლევა, მაგრამ ამას ვერ იზამენ იმიტომ, რომ იციან ტყუილი თქვეს და ამ ტყუილ მოკლე ფეხები აქვს", - თქვა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მე-7 დღეა შიმშილობს. მასთან შესახვედრად ცოტა ხნის წინ პატრიარქის მდივან, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა.
გარდა ამისა, მესამე პრეზიდენტის შეთავაზებაზე პრემიერი ღარიბაშვილი დუმს.
ამავე თემაზე: