2021 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ​აბდულრაზაკ გურნას გადაეცა

გამოქვეყნდა:

ნობელის პრემია 2021 ლიტერატურის დარგში ტანზანიელ მწერალს - აბდულრაზაკ გურნას გადაეცა. ის პირველი ფერადკანინი აფრიკელი ავტორია, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა1986 წელს ვულე სოიინკას შემდეგ:

"მისი უკომპრომისობისა და თანაგრძნობისთვის კოლონიალიზმის შედეგებზე, განსხვავებულ კულტურებსა და კონტინენტებს შორის წარმოქმნილ უფსკრულში აღმოჩენილი ლტოლვილების ბედზე", - წერია ნობელის პრემიის ვებგვერდზე.

73 წლის მწერალი 10 რომანის ავტორია, მათ შორის "სამოთხე" რომელიც 1994 წელს გამოქვეყნდა და იმ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც ტანზანიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიზარდა. წიგნმა ბუკერის პრემია მოიპოვა, რაც ავტორისთვის, როგორც რომანისტისთვის დიდი წარმატება იყო.

"აბდულრაზაკ გურნას ერთგულება სიმართლისადმი და მისი ზიზღი გამარტივებისადმი გასაოცარია", - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

მწერალი ზანზიბარში 1948 წელს დაიბადა, მაგრამ პატარა ასაკში ინგლისში ემიგრაციაში გადავიდა. ლტოლვილად წასვლა მას არაბული წარმოშობის მოქალაქეების დევნის გამო მოუწია. ის ინგლისურისა და პოსტკოლონიალური ლიტერატურის პროფესორად მუშაობდა უნივერსიტეტში, პენსიაზე გასვლამდე.

ზანზიბარში კი მხოლოდ 1984 წელს დაბრუნდა, რათა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მამა ენახა. ცხოვრება კი ინგლისში გააგრძელა. მწერლის მშობლიური ენა სუაჰილია, თუმცა ის ინგლისურად წერს.

 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი