ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული და სისხლიანი მკვლელობის შესაძლო შემსრულებლები დაკავებული არიან.
პოლიციამ რამდენიმე საათის წინ წყნეთში სპეცოპერაცია ჩაატარა. სამართალდამცველებმა 23 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ბრალდებით ძებნილები დააკავეს: აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს, პოლიცია 15 სექტემბრიდან ეძებდა.
ორი დღის წინ, კი გარდაცვლილის ოჯახმა საგანგებო მიმართვაც გაავრცელა, რომელშიც ძებნილების ოჯახებს მოუწოდებდა ჩაებარებინათ დამნაშავეები პოლიციისთვის, რადგან მათი ლიკვიდაციის საფრთხე არსებობდა.
იხილეთ ასევე: