"პაემნის ჩანიშვნას აჯანჯლებენ" - მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ციხეში შესვლის ნებართვას ამ დრომდე ელოდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მერვე დღეა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში მისი ადვოკატები დღესაც მოინახულებენ.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ მას დაბრკოლებებს ხელოვნურად უქმნიან. სატელეფონო ზარების შეზღუდვის შემდეგ მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას ვერ ახერხებენ მისი ოჯახის წევრები. ისინი ნებართვას ამ დრომდე ელოდებიან.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მე-12 დაწესებულებასთან სამოქალაქო აქტივისტები პერმანენტულ აქციებს იწყებენ. ისინი გუშინ საღამოსაც იმყოფებოდნენ იქ. მიიტანეს ხმის გამაძლიერებელი დინამიკები, ვინაიდან პრეზიდენტს საკანში არ ჰქონდა ტელევიზორი და ვერც საინფორმაციო გამოშვებებს უყურებდა.

აქციებს ისინი ყოველდღიურად აანონსებენ, ვიდრე არ დასრულდება მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია და პატიმრობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი