ზუგდიდის საოლქო კომისიაში ხმების დათვლა გვიან ღამით ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. გაირკვა, რომ ოპოზიციის გამარჯვებული კანდიდატი პირველ ტურში, ხმების გადათვლის შემდეგ, დამარცხდა, რასაც ენმ აპროტესტებს და კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს, ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ანი წითლიძე და კომისიის წარმომადგენელიც, რომელიც ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა კითხვაზე, გახსნა თუ არა კონვერტები, კითხვითვე უპასუხა - "არ გვქონდა უფლება"?.
"თქვენ მოგიწევთ ციხეში წასვლა" - ხმაური ზუგდიდის საოლქო კომისიაში
მომხდართან დაკავშირებით, ზუგდიდში ჩავიდა დღეს ნიკა მელია, რომელმაც საგანგებო მიმართვა გაავრცელა.