ტელევიზორი შეუტანეს, ნახა, როგორ უცხადებენ სოლიდარობას და მადლობა დაგვაბარა ყველასთან - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საკანში ტელევიზორი უკვე შეუტანეს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მესამე პრეზიდენტმა ყველა ადამიანთან, რომელიც სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს, მადლობა დააბარა. 

"მიხეილ სააკაშვილს გუშინ საღამოს შეუტანეს ტელევიზორი, მას შემდეგ რაც აქ გაიმართა აქცია და ჩაურთეს საინფორმაციო საშუალება, მას ისედაც ესმოდა უკვე საინფორმაციო საშუალება და ამ მომენტში შეუტანეს ტელევიზორი. ბუნებრივია, აქამდე ჩვენგან ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა ახლა თავად გაეცნო იმას, თუ როგორ უცხადებენ სოლიდარობას ადამიანები. დაგვაბარა ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც სოლიდარობას უცხადებს მას, გულშემატკივრობს. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი ბრძოლისთვის. ასევე, იმედი აქვს, რომ დაგეგმილი საპროტესტო აქციები ჩაივლის კარგად.დღეის შემდეგ მას უკვე სრული ინფორმაციული წვდომა ექნება იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ 3 დღის წინ განცხადებით მიმართეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რომ სააკაშვილი პირადმა ექიმმა მოინახულოს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

ცნობისთვის, ადვოკატები მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შეხვდნენ. მესამე პრეზიდენტი უკვე მე-8 დღეა, შიმშილობს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი