
"ვფიქრობ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, უკვე მეორე კვირაა შიმშილობს" - ამის შესახებ უკრაინის "რადას" დეპუტატმა, ლიზა იასკომ ისაუბრა, მას შემდეგ რაც, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ლიზა იასკომ ისაუბრა, რომ ახლა მთავარია "რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი".
"ვფიქრობ, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, უკვე მეორე კვირაა შიმშილობს და მას 12 კილოზე მეტი აქვს დაკლებული. მიშა ბრძოლისუნარიანია. მიშას აკვირდება და მხარს უჭერს მთელი მსოფლიო, უამრავი განცხადება მოდის ევროპარლამენტარებისგან და ისინი ძალიან შეწუხებულები არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მიშას ძალიან უყვარს თავის ქვეყანა და ახლა მთავარია რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი, იბრძოლებს თუ არა იმისთვის რისიც სჯერა",- თქვა ლიზა იასკომ.
ცნობისთვის, უკვე მერვე დღეა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია და შიმშილობს. მასთან შეხვედრის უფლებას ითხოვენ მისი ოჯახის წევრები და პირადი ექიმები, თუმცა ადმინისტრაციიდან პასუხი დაწერილ განცხადებას მედიკოსებს არ მიუღიათ, ოჯახი კი მას სავარაუდოდ ორშაბათს შეხვდება.