"ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი" | თემურ ჯანაშია ციხეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ენმ-ის წევრი თემურ ჯანაშია იმყოფებოდა, რომელმაც შენობიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს და დარწმუნებულია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

"არის ძალიან კარგ ფორმაში, ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი. ვისაუბრეთ მეორე ტურებზე, ამ გამარჯვებაზე, რომელიც დიდ ქალაქებში მოვიპოვეთ ბევრი ვისაუბრეთ მარტვილში გეგმებზე, იდეა აქვს ახალი ქალაქის მშენებლობის. დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი დაიხსნის მას ციხიდან, დაიხნის როცა არჩევნებზე გავიმარჯვებთ და დამყარდება ოპოზიციური პარტიების მმართველობა. ბევრი გეგმები აქვს",- ამბობს თემურ ჯანაშია. 

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი