ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია - ამის შესახებ ენმ-ის მერობის კანდიდატი ბათუმში, გიორგი კირთაძე აცხადებს.

კირთაძემ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა.

ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს.

ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია.

ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს.

არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან",- წერს გიორგი კირთაძე Facebook-ზე

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 20-მდე ადამიანი. მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა.

უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ერთ-ერთი მათგანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ასევე, ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი, საიდანაც ორი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

შს მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი