22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ჰყავთ მიყვანილი. მოსამართლე, გიორგი გელაშვილმა მათთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობის შესახებ უნდა იმსჯელოს.
აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე ჯგუფურად განზრახ მკვლელობისა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარებაში არიან ბრალდებულები.
აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მათ 18 სექტემბერს შეუფარდეს.
ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ რომ ამ ეტაპზე საქმის მასალებს არ იცნობენ. მათივე ცნობით, ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
გიორგი კავილაძის ადვოკატი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა. უფლებადამცველის თქმით, კავილაძე განზრახ მკვლელობის ფიგურანტი არ არის.
დღეს საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს მოპოვებულ მტკიცებულებებსაც წარუდგენენ. დაკავებულები, სავარაუდოდ, დღეს მოსამართლეს სიტყვითაც მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულებს სამართალდამცველები დაახლოებით 1 თვე ეძებდნენ. 3 დღის წინ ისინი წყნეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს
იხილეთ ასევე: