ისანში ხმებს არ გადაითვლიან - სასამართლომ "ევროპული საქართველოს" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

ისანში ხმებს არ გადაითვლიან - სასამართლომ "ევროპული საქარველოს" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

საუბარი იყო მე-16 და 26-ე საარჩევნო უბნებზე, სადაც ბიულეტენების ბალანსი არ დაჯდა.

სასამართლოს ბესიკ დონაძემ მიმართა, რომელიც ამბობს, რომ უბნების გახსნა თავდაპირველად საოლქო კომისიისგან მოითხოვეს, თუმცა საოლქომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართეს. როგორც დონაძე ამბობს, უბნის მდივნის ახსნა-განმარტება მოსამართლე ირინა გოგოლაძისთვის სარწმუნო აღმოჩნდა. განმარტება კი დონაძის ინფორმაციით უკანა რიცხვითაა დაწერილი, კანცელარიაში არაა გატარებული, არ აქვს ბეჭდი და შესაბამისად იურიდიული ძალა არ გააჩნია. მისი თქმით, ფარატინა ქაღალდი მოსამართლისთვის უფრო სარწმუნო აღმოჩნდა, ვიდრე ბიულეტენების დისბალანსი.

"ევროპული საქართველო" საქალაქოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი