პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაცია რუსთავის ციხესთან | ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის ციხესთან მიდიან. ტერიტორიაზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ​მისივე თქმით, ის უახლოეს დღეებში კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

მიხეილ სააკაშილი უკვე მე-10 დღეა, რაც პროტესტის ნიშნად საპატიმროში შიმშილობს.

მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა 
Facebook-ზე გაავრცელა. მმართველი გუნდი მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მესამე პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა დღის ბოლოს ის პრემიერმმინისტრმა თქვა, რომ ის საქართველოში დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი