მიხეილ სააკაშვილს ციხეში ადვოკატები ხვდებიან | მას დღეს პირველად მოინახულებენ ოჯახის წევრები

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან. მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

"სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის ჩვენთვის არ არის ცნობილი არაფერი, გარდა იმ ინფორმაციისა, რაც საჯაროდ გავრცელდა, ვგულისხმობ ექიმის, ნიკა ყიფშიძის განცხადებას. ჩვენ პარასკევის შემდეგ არ ვყოფილვართ დაწესებულებაში, იმიტომ რომ შაბათ-კვირას არ ხდება ადვოკატების შეშვება. დღეს შევალთ და გავარკვევთ, რა მდგომარეობაა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით", - თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მანვე დაადასტურა, რომ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს დღეს პირველად მოინახულებენ ოჯახის წევრები. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. გუშინ, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი