აპელირებდნენ სიკვდილზე, ეს ყველაფერი ტყუილია - იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრმა გაიმეორე ის, რასაც პრემიერი ამტკიცებს და განაცხადა, რომ სიცრუე და მორიგი ტყუილია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ციხეში მძიმეა.

"გუშინაც ვნახეთ, რომ იყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თითქოსდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, აპელირებდნენ ასევე სიკვდილზე, თითქოსდა ვინმე დაინტერესებულია მისი გარდაცვალებით და თუ ასე გაგრძელდება სულ მალე ის ცოცხალი აღარ იქნება, ეს ყველაფერი არის მორიგი ტყუილი", - ამბობს რატი ბრეგაძე

მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაერთი ტყუილი ვრცელდება, მათ შორის ექიმების მხრიდანაც.

მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ყველა ღონისძიება გატარდება რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობზე:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი