საარჩევნო დავა სასამართლოებში გადადის - ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს საჩივრები, რომლებიც საოლქო კომისიებმა რეაგირების გარეშე დატოვა სასამართლოში მიაქვთ.

ლაპარაკია ასობით შემთხვევაზე, როდესაც პოლიტიკურმა და სამოქალაქო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს თავისუფალი არჩევნების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ზეწოლა ამომრჩევლის ნებაზე, თაღლითობა ბიულეტენების დათვლისას და დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში - ვიდეომტკიცებულებების მიუხედავადაც კი ქართული ოცნების კონტროლირებადი საოლქო კომისიები უარს ამბობენ მათ განხილვაზე. ახლა ყველა მტკიცებულება სასამართლოში მოიყრის თავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი