რადგან სიტუაცია უარესდება, ვიკვლევთ, ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, NCDC ქვეყანაში ახალი შტამების ცირკულირებას იკვლევს. როგორც გამყრელიძემ განმარტა, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების მატება ახალ შტამს უკავშირდებოდეს.

გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ ჯერჯერობით საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი არ დაფიქსირებულა და ყველა დადასტურებული შემთხვევა "დელტა" შტამს უკავშირდება.

"ვიკვლევთ, იმიტომ რომ ერთ-ერთ ფაქტორად ჩვენ გვინდა გამოვრიცხოთ, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, რამე ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე და ვიკვლევთ. ჯერ დელტაა ყველა", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, გასულ კვირებთან შედარებით, ბოლო დღეებში კორკნავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი გაუარესდა.  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი, 1 623 კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,01%-ია, ბოლო 14 დღის - 6.58%-ია, 7 დღის - 7.98%.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი