საქართველოს მთავრობამ უკეთ იცის როდის რა სჭირდება - მაჭარაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე

გამოქვეყნდა:

"უკეთ იცის საქართველოს მთავრობამ როდის, რა და როგორ სჭირდება" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი მთავრობის მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის გამო ევროპარლამენტარების კრიტიკას.

ოპოზიციისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი და დეპუტატი მარინა კალიურანდი აღნიშნავენ, რომ მათთვის ხელისუფლების არგუმენტები ბოლომდე სარწმუნო არ იყო.

"მე მგონი თქვენ ოჯახში უკეთ იცით როდის რა გჭირდებათ, ვიდრე ნებისმიერმა კომერციულმა ბანკმა ამ შემთხვევაში, ან ნებისმიერმა თქვენმა პარტნიორმა, უფრო სწორად პარტნიორმა არა, პარტნიორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, იმიტომ, რომ ევროკავშირი სხვა რამეა და ერთი ან ორი ევროპარლამენტარი სხვა რამეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკეთ იცის საქართველოს მთავრობამ როდის, რა და როგორ სჭირდება", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროპარლამენტარები ამავე წერილში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების "თანმიმდევრული ჩავარდნები" რეფორმების გატარებაში ეჭვს აჩენდა, მიიღებდა თუ არა საერთოდ ამ დახმარებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი