ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი არ არსებობს - წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მოვუწოდებ, ყველას ჩახედოს სტატისტიკას, რამდენად დაბალია სიკვდილიანობა ქართულ ციხეებში და რამდენად მაღალია თუნდაც სამოქალაქო სექტორის კლინიკებში პატიმრების გადაყვანა - კულტურის მინისტრი წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას ეხმაურება.

მისივე თქმით, სისტემა ეფექტიანად მუშაობს და მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხე არ არსებობს.

„მე მახსოვს, რომ ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობისას, პრაქტიკულად განულდა ის ნაშთი, რაც გულისხმობდა რიგში დგომას საოპერაციოდ სამოქალაქო კლინიკაში გასვლაზე. შესაბამისად, სისტემა მუშაობს, სისტემა ეფექტურია, პენიტენციური სისტემის სამედიცინო ნაწილი და რა საკვირველია, არაფერი არ არის არც დაფარული და არც დამალული. მე მესმის იმ ადამიანების, ვინც ვიზუალურად რომ ვერ ხედავს პატიმარს, ფიქრობს ცუდზე, მაგრამ სასამართლო სხდომებიც იქნება. ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება და თუკი ნებისმიერი სხვა მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს მეტი ვიზუალური კონტაქტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე" - ამბობს წულუკიანი.

დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მე-13 დღეა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას თანდათან უარესდება, თუმცა მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს უკვე სამი დღეა არ აძლევენ ნებართვას, მოინახულოს მოშიმშილე პატიმარი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი