ვთქვით ისეთ სესხზე უარი, რომელზეც რისკი არსებობდა, რომ არ ჩამოირიცხებოდა - კაკაურიძე დაკარგულ 75 მილიონზე

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მთავრობამ ევროკავშირის 75 მილიონიან მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარი ორი მიზეზის გამო თქვა, მათ შორის ერთი დახმარების რეფორმების შესრულებაზე მიბმას ეხებოდა. 

მისვე თქმით, მათ შორის იყო სასამართლოს რეფორმა, რაზეც ევროკავშირი ფიქრობდა, რომ შესრულებული არ იყო, შესაბამისად იყო რისკი, რომ თანხას ისედაც არ ჩაგვირიცხავდნენ. მეორე მიზეზად ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვალის შემცირების პოლიტიკას ასახელებს.

"რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის თანხას, ეს იყო ერთ-ერთი ის კომპონენტი, რომელიც მოყვებოდა რეფორმებს, დაახლოებით, 10-12 სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები იყო ჩამოთვლილი, რომ გავყვეთ პუნქტობრივად, ყველა მათგანი არის შესრულებული. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი [სასამართლო რეფორმა], რომელზეც აქაური ექსპერტები, ვინც ჩართულები იყვნენ პროცესში [...] მიიჩნევენ, რომ შესრულდა ზუსტად ის, რაც ეწერა ამ ხელშეკრულებაში. თუმცა ევროკავშირი აცხადებდა, საჯარო განცხადებები იყო, რომ გარკვეული პირობები არ არის შესრულებული და შინაარსობრივად არ მოიცავდა იმას, რაც დოკუმენტში შინაარსობრივად იგულისხმებოდა. ევროკავშირის ამ სესხს პირობები ნამდვილად კარგი აქვს, თუმცა არის სესხი და დასაბრუნებელია ეს თანხა, თუმცა პირობების კუთხით ბევრ სესხთან მიმართებაში უკეთესი პირობებითაც არის", - თქვა მან.

კაკურიძემ აღნიშნა, რომ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან დაახლოებისთვის და მომავალი ურთიერთობისთვის რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია. 

"ყველა რეფორმა გარდა ამ სასამართლოსი, ევროკავშირთან გვქონდა კომუნიკაცია, მათი ჩართულობით ვაკეთებდით, მათ შორის ეს იყო საწარმოებისთვის გარკვეული კოდექსის შემუშავება და სხვა წმინდა, რაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გასატარებელი იყო, მათი ჩართულობით ყველაფერი განხორციელდა. დარჩა სასამართლოს ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია არსებობდა აქ ვინც ჩართული იყო იმ მხარესა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის. ამიტომ როდესაც დადგა, რომ რაღაცა პრობლემა შეიძლება ამ სესხს ჰქონოდა, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რომელ სესხზე ვთქვათ უარი? - ვთქვით ისეთ სესხზე უარი, რომელზეც რისკი არსებობდა, რომ არ ჩამოირიცხებოდა", - თქვა მან. 

მისივე განცხადებით, მანამდეც ყოფილა შემთხვევები, რომ გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო გრანტის ნაწილიც ვერ მიუღია ქვეყანას სრულად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი