მისი შიმშილობა განპირობებულია არა იმით, რომ ამაზე ვლაპარაკობთ, არამედ იმით, რომ ეს არის ბრძოლის უკანასკნელი ინსტრუმენტი - პასუხი წულუკიანს

გამოქვეყნდა:

მისი შიმშილობა განპირობებულია არა იმით, რომ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, ან ამაზე ვილაპარაკოთ, არამედ იმით, რომ ეს არის უკანასკნელი ინსტრუმენტი ბრძოლის, მის ხელში ციხიდან - კულტურის მინისტრს წულუკიანის დღევანდელ განცხადებას მესამე პრეზიდენტის ადვოკატი პასუხობს.

"დღის სტუმრის" ეთერში საუბრისას დიტო საძაგლიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მან დაკავების პირველივე დღეს მიიღო:

მიხელ სააკაშვილი არ შიმშილობს იმიტომ რომ ჩვენ ამაზე გარეთ ვლაპარაკობთ, მიხეილ სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან გამოაცხადა შიმშილობა და სიმართლე რომ გითხრათ, მე მგონია, რომ ის ძალიან მყარად იყო ჩამოყალიბებული ამ პოზიციაზე. მისი შიმშილობა განპირობებულია არა იმით, რომ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, ან ამაზე ვილაპარაკოთ, არამედ იმით, რომ ეს არის უკანასკნელი ინსტრუმენტი ბრძოლის, მის ხელში ციხიდან" - ამბობს საძაგლიშვილი

წულუკიანის აზრით, მოშიმშილე პატიმარს ხელს უშლის შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაში მუდმივი საუბარი მისი პროტესტის ამ ფორმაზე. ამასთან დაკავშირებით, მინისტრმა დღეს "საკუთარი გამოცდილება" გაგვიზიარა:

პატიმარი, რომელიც შიმშილობს, როდესაც მთელი საზოგადოება მის შიმშილზე საუბრობს და ამით ცდილობენ, გვაცხოვრონ, პირდაპირ ეწინააღმდეგება მოცემული პატიმრის უფლებებს, რომ მან თავისუფლად გადაწყვიტოს, როდის შეწყვიტოს შიმშილი, რაც, იმედი მაქვს, მალე დადგება“ - თქვა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მე-13 დღეა. მისი მდგომარეობა კი ადვოკატების ინფორმაციით, უკვე შესამჩნევად გაუარესდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი