
მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს, 19 საათზე იუსტიციის მინისტრი ჯანდაცვის მინისტრს, ეკა ტიკარაძესა და დეპუტატებს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება სახალხო დამცველიც.
შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართება.
შეგახსენებთ გუშინ იუსტიციამ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს. სამინისტრო თანამშრომლობის თხოვნით მიმართავდა სახალხო დამცველსაც.
მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უკვე გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში.
ამავე თემაზე: