მასშტაბური აქციისთვის ემზადება იმერეთიც - "ქართული ოცნების" მმართველობით უკმაყოფილო ადამიანები ყოფილი საპარლამენტო ქალაქიდან რამდენიმე საათში კოლონებად დაიძრებიან.
აქციის მონაწილეებს შორის არის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე.
"ძალიან ბევრი მსურველია, მე ვფიქობ იმერეთიდან რამდენიმე ათასი ადამიანი წავა. 11 საათზე, ყველა ერთად, სპორტის სასახლის მიმდებარე ტეროტორიიდან გავალთ, ყველა მსურველს ექნება წასვლის საშუალება", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
თბილისში დაგეგმილ აქციას სხვა რეგიონებიდანაც უერთდებიან, თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები 18:00 საათზე შეიკრიბებიან.
ამავე თემაზე: