ადრე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, შეუწყალებია პოლიტიკური პატიმრები - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე. ასეთ გზად კი უფლებადამცველი პრეზიდენტის შეწყალებას მიიჩნევს:

"პირველ რიგში, ყველაზე ეფექტური გზაა სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება და სამწუხაროდ მან დაასწრო მოვლენებს და თავიდან დაიჭირა ისეთი პოზა, ოღონდ ეს იყო წინასაარჩევნოდ, ოცნების ამომრჩევლების მობილიზაციისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეცედენტები , როდესაც პოლიტიკურ საქმეებზე, მიუხედავად მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებებისა, მან მიიღო პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლების საკითხი" ამბობს ბასილაია.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის რანგის პოლიტიკური პატიმარი ქვეყანას არ ჰყოლია და სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 15 დღეა საპატიმროშია და შიმშილობს. სალომე ზურაბიშვილმა კი კატეგორიული უარი წინასწარ, მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე მისი დაპატიმრების დღესვე გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი