სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. "არა და არასდროს" - ამბობს ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
როგორც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში "სახელმწიფო საზღვრის და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცველი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა".
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.
დღეს, 1 ოქტომბერს საღამოს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
იხილეთ ასევე: