
თავისუფლება მიშას, თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს - ამ მოწოდებებით აქცია-პერფორმანსი დედაქალაქში გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები თბილისის ცენტრალურ უბანში, ქვეითთა გადასასვლელებზე, რამდენიმე წამი გაჩერდნენ და ამ ფორმით საკუთარი პროტესტი გამოხატეს.
აქციები დედაქალაქსა და რეგიონებში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან 12 საათზე შეიკრიბებიან და ხელისუფლებას საკუთარ ხმას კიდევ ერთხელ გააგონებენ.