თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში აშშ-ის ინტერესის მკაფიო სიგნალია - ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი გენერალი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ს თავდაცვის მდივანის ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ ეს აშკარა სიგნალია ამერიკის ინტერესზე შავი ზღვის რეგიონში. 

"ეს შესანიშნავი ახალი ამბავია... ოსტინის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში არის მკაფიო სიგნალი აშშ -ს ინტერესის შესახებ შავი ზღვის რეგიონის მიმართ", - წერს ჰოჯესი. 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოს 18 ოქტომბერს ეწვია. ლოიდ ოსტინის ვიზიტის მთავარი მიზანია, კავშირები განამტკიცოს ქვეყნებთან, რომლებზეც ზეწოლა აქვს რუსეთს და მადლობა უთხრას მათ ავღანეთის მისიაში გაღებული წვლილისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი