ადვოკატი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში დააყენონ მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილმა მნახველები საკანში მიიღოს

გამოქვეყნდა:

ადვოკატი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში დააყენონ მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილმა მნახველები საკანში მიიღოს, ვინაიდან მას შეხვედრების ოთახამდე გარკვეული მანძილის გავლა უწევს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დამატებითი დატვირთვაა. 

ბექა ბასილაია რუსთავის მე-12 ციხეში ცოტა ხნის წინ მივიდა. ის მესამე პრეზიდენტს მოინახულებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი დეტალურად, რა მდგომარეობაშია შიმშილობის მე-18 დღეს მიხეილ სააკაშვილი:

"ჩვენ ვეყრდნობით ექიმის ბოლო განცხადებას. დღეს მოვინახულებთ და დამატებით გეტყვით მისი მონახულების შემდეგ.

პრეზიდენტის მიერ, გადაწყვეტილების მიღება (შეწყალება) არის ყველაზე ეფექტური გზა. სასამართლო პროცესები დღემდე არ ინიშნება, კონსიულიუმს რაც შეეხება, იმედია უკვე უახლოეს დღეებში, თუნდაც უკვე დღეს, ისინი (ექიმების გუნდი) შევლენ და მოინახულებენ." ამბობს ბასილაია

ექიმების ჯგუფის შესვლას, რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში, ითხოვს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი