"მაგ სიმართლით იაროს ანი წითლიძემ" - ენგურჰესის დირექტორის პასუხი

გამოქვეყნდა:

ენგურის ხიდი შესაძლოა, 30 ოქტომბერსაც ჩაკეტონ. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ჰესის ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ოკუპანტებთან, რომ მეორე ტურისთვის დევნილებმა საოკუპაციო ხაზზე გადმოსვლა და არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ. 

თავად ენგურჰესის დირექტორი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ეს არის "ტყუილი, სიცრუე, თავხედობა, დეზინფორმაცია და უტიფრობა"

"მაგ სიმართლით იაროს ანი წითლიძემ ამ ქვეყანაზე. ტყუილი, სიცრუე, თავხედობა, დეზინფორმაცია, უტიფრობა. ენგურჰესის დირექტორს აქვს იმის ძალა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს მოელაპარაკოს? მაშინ გავხსნი საზღვარს და შემოვიყვან სუყველას. თუ დაკეტვაში მივიღე მონაწილეობა გახსნა არ შემიძლია?

გული გამისკდეს, მოვკვდე და გაიხარებ მაგრად მერე? 

გახსოვს დათა თუთაშხიასგან ეპიზოდი, ჭონია რომ ეუბნება პატიმარს, სამაგიეროდ შენ ჩემს ცოლის დასთან წევხარო და ყბა რომ ჩამოუვარდება კაცს გამწარებისაგან. აი, ამ დონის ტყუილია",- ამბობს ლევან მებონია, ენგურჰესის დირექტორი. 

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ენგურჰესის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ოკუპანტებთან, რომ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, საოკუპაციო ხაზი ჩაიკეტოს:

საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობას ენგურის ხიდი არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერსაც ჩაუკეტა.

ავტორი: ემა გოგოხია

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი