
ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები დროულად იქნენ მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე თბილისში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე საუბრისას.
ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, გამოძიება ყველა ვერსიაზე აქტიურად მუშაობს:
"დაწყებული გვაქვს გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს აქტიურად. მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები" - ამბობს დარახველიძე.
მკვლელობა თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე გასულ ღამეს მოხდა. ახალგაზრდა ქალს სახლის სადარბაზოსთან 7 ტყვია ესროლეს.
პარალელურად, ცოტა ხნის წინ დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები ბათუმის ყოფილი ვიცე მერის სახლში, საიდანაც არსებული ინფორმაციით, პოლიციამ კომპიუტერი და მეხსიერების ბარათი ამოიღო. ანასტასია შატალოვას შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან.
ამავე თემაზე:
ანასტასია შატალოვას მკვლელობა- მეზობლებმა ბოლო დღეებში კორპუსთან საეჭვო გადაადგილებები დააფიქსირეს