"ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი "მთავარ არხს" უჩივის და კომპენსაციის სახით 55 555 ლარს ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი "მთავარ არხს" სასამართლოში უჩივის. იოსებ ხახალეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ის სარჩელს ტელევიზიის, მისი დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ ეკა გაგუას წინააღმდეგ მიმართავს.

ხახალეიშვილის თქმით, საჩივრის მიზეზი ცილისმწამებლური მასალების მომზადება და გავრცელება გახდა. მისი მტკიცებით, ინფორმაცია მისი "სუს"-ის აგენტობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩემი მოთხოვნაა იგივე ტელევიზიის მიერ საჯაროდ იქნას უარყოფილი ცილისმწამებლური ინფორმაცია, და იგივე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარის ოდენობით. "ქართული ოცნების" მერობის სხვა კანდიდატებიც ასევე აპირებენ სარჩელის შეტანას მათი ღირსების შემლახველი ფაქტების წინააღმდეგ", - თქვა იოსებ ხახალეიშვილმა.

ხახალეიშვილის მორალური ზიანის კომპენსაციისთვის, სიმბოლურად ითხოვს 55 555 ლარს  და ამბობს, რომ ფულს ქველმოქმედებაში დახარჯავს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი