დაკავებული სატვირთოს მძღოლია - მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

მეოთხე დაკავებული მიხეილ სააკაშვილის საქმეზე - ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით 1989 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, გიორგი ნარიმანიძე დააკავეს. ის მძღოლია და მან ფოთში გაჩერებული სატვირთო თბილისამდე ჩამოიყვანა.

ნარიმანიძე პოლიციამ კასპში, მისი საცხოვრებელი სახლიდან გუშინ აიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მას ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარდგენია და დაკავებული მცხეთის იზოლატორშია გადაყვანილი.

მისთვის წაყენებული ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვას და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს. დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება დღეს გაავრცელა. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმზე ბრალდებულ მამა-შვილს, ზურაბ და შალვა წოწორიებს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

2 ოქტომბერს შსს-მ იმ ბინის მეპატრონეც დააკავა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი