ელგუჯა ცომაიასთან მუშაობდა მიხეილ სააკაშვილთან შემხებლობა არ ჰქონია - მე-4 დაკავებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე მე-4 დაკავებული გიორგი ნარიმანიძეა. 32 წლის სატვირთოს მძღოლი გვიან ღამით კასპიდან, საკუთარი სახლიდან წაიყვანეს. ნარიმანიძე დუმილის უფლებით სარგებლობს, არ მიუცია ჩვენება და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გიორგი ნარიმანიძე ამ საქმეზე წარსულში, ელგუჯა ცომაიას დაკავების დროს დაკითხეს. გამოძიების ვერსიით, ავტომობილს სწორედ ნარიმანიძე მართავდა. ადვოკატი, გიორგი გოგინავა აცხადებს, რომ მას საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე დაუკავშირდა საქმის აცილება მოსთხოვა.

"აცილების საკითხს აყენებენ ჩემსას იმ მოტივით, რომ თითქოს წოწორიებს ვიცავ და მათი ჩვენებები რაღაც ფორმით წინააღმდეგობაში მოდის დაცვისთვის, სრული აბსურდი და სისულელე. სრულად იზღუდება ამჟამად დაკავებულის მდგომარეობა, ამისთვის მივიღებთ შესაბამის ზომებს. 

არის ტრაილერის მძღოლი, მუშაობს ელგუჯა ცომაიასთან, რიგით მძღოლად, მას უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შემხებლობა, ისიც 29 რიცხვში, მის ფუნქცია მოვალეობებში რაც შედიოდა, ტრაილერში არსებული ნივთები განათავსა მარკეტებში, მისცა მფლობელებს, მას რაიმე სახის შემხებლობა პრეზიდენტ სააკაშვილთან არ ჰქონია", - თქვა ადვოკატმა გიორგი გოგინავამ.

ადვოკატი ამბობს, რომ ელგუჯა ცომაიაზეც და წოწორიებზეც ამ ფორმით ზეწოლა ხორციელდება, რადგან უწყება სასურველ ჩვენებებს ვერ იღებს. მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ დაკავებულთა წრე გაფართოვდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი