საკუთრი დავალების შემსრულებლების დასჯა არ უნდათ - საძაგლიშვილი 5 ივლისის საქმეების შეწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

5 ივლისის მოძალადეების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოების შეწყვეტას, ეხმაურება ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი და ამბობს, რომ საკუთრი დავალების შემსრულებლების დასჯა არ უნდათ და ეს არც იყო მოსალოდნელი:

"როდესაც ხელისუფლება აორგანიზებს ძალადობას, შემდეგ საკუთრი დავალების შემსრულებლების დასჯა არ უნდათ და ეს არც იყო მოსალოდნელი, გვახსოვს, რომ არც სისხლის სამართლებრივი წესით არ დაყენებულა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა, მათ შორის იმ პირების, რომლებმაც დააორგანიზეს თავდასხმა ლექსო ლაშქარავაზე და სხვა ადამიანებზეც.

ეს იყო გარკვეულწილად მოჩვენებითი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ თითქოს რაღაც წარმოებები დაიწყეს და დასჯიდნენ მოძალადეებს, მაგრამ კარგად ვნახეთ, რომ გადაიარა რამდენიმე თვემ და ახლა უკვე ფორმალურადაც კი არ იყენებენ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ სანქციებს". - ამბობს საძაგლიშვილი

 ასევე იხილეთ  : 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი