საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები რუსთავის ციხეში მივიდნენ. სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი შესვლის შემდეგ დაიწყება მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენის პროცედურა.
სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მაინტერესებს გაბედავენ თუ ვერ გაბედავენ მიხეილ სააკაშვილის ახალ ბრალთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის ჩატარებას. მე უფრო მგონია, რომ ვერ გაბედავენ და ამ შემთხვევაშიც არ ჩაატარებენ სასამართლო პროცესს, ყოველშემთხვევაში იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება შეუძლია და სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებას შეძლებს, - ამბობს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი რუსთავის ციხეში შესვლამდე.
იხილეთ ასევე: