ჩაუდეს იარაღი და ხელყუმბარა, დააწიოკეს ბავშვები - ანი წითლიძე სამეგრელოში დაკავებულზე

გამოქვეყნდა:

"ამით ვერ დაგვაშინებთ, პასუხს მიიღებთ მეორე ტურზე" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანი წითლიძე ხობში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც ადგილობრივი პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა დააკავეს. სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გვიან ღამით დაიწყო. 

ანი წითლიძე წერს, რომ ლექსო რაფავას ღამით სახლში შეუვარდნენ და იარაღი და ხელყუმბარა "ჩაუდეს".

"შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება რომლის მიზანია გაანეიტრალოს ის ადამიანები ვინც აქტიურად მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბების სქემების გაშიფრვაში. დააკავეს ჩვენი მეგობარი ხობში ყოფილი პოლიციის უფროსი ლექსო რაფავა, ჩაუდეს იარაღი და ხელყუმბარა. დააწიოკეს მცირეწლოვანი ბავშვები.

ჩხრეკა ჩაატარეს ჩვენი მეგობრის რუსლან შამახიას სახლში. დააწიოკეს ოჯახი. სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შსს მინისტრის მოადგილეები ბედოიძე და ჭელიძე.

ქართული ოცნება - ნაძირლები ხართ. ამით ვერც ჩვენ დაგვაშინებთ, ვერც ხალხს! პასუხს მიიღებთ მეორე ტურზე", - წერს ანი წითლიძე. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი