გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა უარი თქვეს სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე - ყოფილი ძალოვნების საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სამეგრელოში რეპრესიები დაიწყო - ამასთან დაკავშირებით განცხადება სამეგრელოს პოლიციის სამხარეოს შენობასთან, თავად ყოფილმა პოლიციელებმა გააკეთეს და ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურნენ.

როგორც თენგიზ გუნავა ამბობს, "ოცნების" ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ საკუთარი ინტერესებისთვის ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნების დაშანტაჟება დაიწყო, მას შემდეგ კი რაც სასურველ მიზანს ვერ მიაღწიეს, დაიწყეს დაკავებები და იარაღის ჩადება.

მათივე განცხადებით, აქვსთ, ინფორმაცია, რომ გუშინდელი სპეცოპერაციის ჩატარებაზე სამეგრელოს პოლიციამ უარი თქვა, რის გამოც მამუკა ჭელიძეს და შალვა ბედოიძეს მოუწიათ მისი ჩატარება. გარდა ამისა, როგორც პოლიციელები ამბობენ, შსს-ს მოქმედ ხელმძღვანელობას წინააღმდეგობა შეხვდა თბილისშიც.

გამთენიისას რაც მოხდა იყო ცნობილი, ვიცოდით, რომ უნდა მოსულიყვნენ და დავეჭირე მეც. სახლში იყვნენ ჩხრეკა ჩაატარეს, ვინაიდან სახლში არ დავხვდი შესაძლებელი იყო, რომ ვყოფილიყავი ჩემთვისაც ჩაედოთ. ლექსო არის ღირსეული პოლიციელი, ღირსეულად ემსახურა თავის ქვეყანას ... 

არსად არ წავსულვარ, არ ვიმალები, ნებისმიერ დროს მივალ პოლიციაში და თუ დასაკითხი ვარ დამკითხონ. დაჭერას რაც შეეხება, არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია და ვერ დამიჭერენ - ამბობს რუსლან შამახია. 

შამახია ამბობს, რომ მათზე ზეწოლის მიზეზი ისაა, რომ ხელს უშლიან ხელისუფლების მცდელობას გააყალაბონ არჩევნები. 

ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გვიან ღამით დაიწყო. 

დაკავებული ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავაა. "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, მას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდის. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. მომხდარს ოპოზიცია არჩევნებს და მათი მხარდამჭერების დაშინებას უკავშირებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი