
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „საკმაოდ დამაკმაყოფილებელია“ და ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს.
„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. თქვენ იცით, რომ მე ვეწინააღმდეგები პაციენტის ინფორმაციის გაცემას, ვინაიდან ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება. მას აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული კვლევა და მედიკამენტოზური დახმარება, რომელსაც პაციენტი ამ ეტაპისთვის საჭიროებს“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.
დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 21-ე დღეა. განიხილება მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და კლინიკების ასოციაცია.
მიხეილ სააკაშვილი 20 დღიანი პატიმრობის შემდეგ დღეს პირველად გამოჩნდა. ის რუსთავის ციხის საკნის ფანჯრიდან, ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიესალმა