სტანდარტული ღონისძიებებია, არაფერი განსაკუთრებული - ჭელიძე სამეგრელოში ყოფილი ძალოვანების დევნაზე

გამოქვეყნდა:

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე ამბობს, რომ სამეგრელოში "სტანდარტული ღონისძიებები ჩატარდა" და "არაფერი განსაკუთრებული არ ხდება".

მედიის წარმომადგენლებმა მას ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ჰკითხეს, რომლის ფარგლებშიც, ხობში, ადგილობრივი პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა დააკავეს, ზუგდიდში კი პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას სახლი გაჩხრიკეს.

"მემგონი თბილისში ვარ, სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა რეგიონში, არაფერი განსაკუთრებული, ინფორმაციას გავავრცელებთ", - თქვა მამუკა ჭელიძემ. 

ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გვიან ღამით დაიწყო. ხობში, საგანგებოდ ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავაა. "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, მას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდის. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. მომხდარს ოპოზიცია არჩევნებს და მათი მხარდამჭერების დაშინებას უკავშირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი