რა ტყვიები? ტყვია კი არა, იარაღი არ უყვარდა - დაკავებული გიორგი დათიაშვილის დედა

გამოქვეყნდა:

ყოფილი სამართალდამცველი გიორგი დათიაშვილი, რომელიც თბილისში გუშინ დააკავეს, ბრალის წარდგენას ელოდება. 

გიორგი დათიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება-გადაზიდვას ედავებიან. დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტყვიები ჩაუდეს.

ოჯახის წევრები საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ.

"ტყვიები არა ის, როგორ გეკადრებათ, რა ტყვიები, ტყვია კი არა იარაღი არ უყვარდა. არ ჩაიდებდა ჯიბეში საერთოდ. ხო თქვეს თვითონვე, რომ დაიწყეს სერიოული დაჭერები. გამოუშავნ ჩემი შვილი, უდანაშაულოა, არაფერი გაუკეთებია", - თქვა დაკავებულის დედამ, ზაირა ლორთქიფანიძემ.

დაკავებულის ძმა კახა დათიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის შემდეგ გააქტიურდა.

ამავე თემაზე: 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი