საგანგებო მდგომარეობა და ძალოვანების უარი "ოცნების" დაგეგმილ სპეცოპერაციას | ზუგდიდში სამართალდამცველები გორიდან გადაჰყავთ

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში პრემიერ ღარიბაშვილის ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, ძალოვანები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. ცნობილი ხდება, რომ რეგიონში მობილიზებული სამართალდამცველები ყაზარმულ მდგომარეობაში იმყოფებიან, გორიდან კი სამეგრელოში სპეცრაზმი გადაყავთ, რადგან იქ მყოფმა ძალოვანებმა სპეცოპერაციის ჩატარებაზე უარი თქვეს. 

გორში მობილიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გვქონდა... რომ ხელისუფლება იწყებდა რეპრესიებს ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ, ანუ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც აქტიურად მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბების სქემების გაშიფვრაში და რეალურად, ჩვენი ინფორმაციით, გორში ეს მობილიზაცია უკავშირდება სწორედ ამას და რაღაც გაუგონარი ბრალდებებით ამ ადამიანების დაკავებას. რასაც ახლა აკეთებს რეალურად ხელისუფლება, სამეგრელოში დაანონსებული რეპრესიებით და რეალურად გუშინ ეს გაამყარა პრემიერმინისტრმა საკუთარი განცხადებებით... ჩვენ გვაქვს შიდა ინფორმაცია, რომ სამეგრელოს სპეცრაზმმა მთლიანად უარი თქვა ამ ოპერაციაში მონაწილეობაზე და შესაბამისად, ახლა ცდილობენ, სხვა ქალაქებიდან ჩამოიყვანონ ადამიანები რომ ეს ოპერაცია განახორციელონ. თუ სპეცრაზმს შემოიყვანენ სამეგრელოში, შევხვდებით მტკიცედ, მშვიდად, - ამბობს ენმ-ის წევრი ანა წითლიძე. 

ავტორი: ემა გოგოხია

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი