ნახეს, რომ წაგებული აქვთ და ძალადობრივი მეთოდებით ცდილობენ, ოპოზიციას ზუგდიდი გამოსტაცონ - ანზორ მელია

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ხელისუფლების მიერ სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზებას ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველი გუნდი მარცხის შიშის გამო ძალადობრივ მეთოდებზე გადავიდა.

როგორც მელიამ აღნიშნა, მიუხედავად "ქართული ოცნების" ქმედებებისა, ოპოზიცია ზუგდიდში აუცილებლად გაიმარჯვებს.

"პრემიერი გაეცნო სიტუაციას და ნახა, რომ ზუგდიდში "ოცნებას" წაგებული აქვს. ამის შემდეგ გამოდის და ყველას და ყველა კანდიდატს ლანძღავს, მწვანე შუქი აუნთო, რომ ძალადობრივი მეთოდებით იმოქმედონ, რომ რამენაირად ზუგდიდი გამოსტაცონ ნაციონალებს. მარტო ნაციონალები არ არიან აქ, გაერთიანებული ოპოზიციაა. გაერთიანებული ოპოზიციის ხალხი მიდგას გვერდით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - თქვა ანზორ მელიამ.

გუშინ შიდა ქართლში მთელი ღამის განმავლობაში ყაზარმული რეჟიმი მოქმედებდა და სამართალდამცველების მობილიზება ხდებოდა. "მთავარი არხს" აქვს მასალებიც, რომელიც ადასტურებს, რომ შიდა ქართლის სამმართველოდან საპოლიციო ძალები დასავლეთ საქართველოსკენ გადაისროლეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი