ღარიბაშვილი თამაზ მეჭიაურს მოუწოდებს, თიანეთის მერის არჩევნების მეორე ტურში "ოცნების" კანდიდატს "გზა დაუთმოს"

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თიანეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს, რომელიც არჩევნების მეორე ტურშია, მოუწოდებს, "ქართული ოცნების" წევრს "გზა დაუთმოს".

"თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური. აქ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, წესიერი კაცი - ლევან წიკლაური, რომელიც რა თქმა უნდა გახდება თიანეთის მერი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, ბატონი თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს და მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან სამწუხაროა, ყოფილი გუნდის წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს. მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს, "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს", - თქვა ღარიბაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ცენტრალური მთავრობა მმართველი გუნდის ხელშია და თუ ოპოზიციური კანდიდატები გაიმარჯვებენ, ამით ადგილობრივი მოსახლეობა "დაზარალდება". 

"4 წლის წინ დამსახურებულად გაიმარჯვა თამაზ მეჭიაურმა და ეს 4 წელი იყო თითქმის არასტაბილურობის 4 წელი. არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა საკრებულოსთან მუშაობაში იყო ბევრი სირთულე და ეს საბოლოო ჯამში აისახა თიანეთის მოსახლეობაზე. ათჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც, მაგრამ ვინაიდან, მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის, საბოტაჟის მიზეზი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი